გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათელაშვილი: ეს პანდემია ჩაქრება და ჩვენ დავრჩებით იმ ბოსელში, რომელიც ივანიშვილმა აგვიშენა

18-03-2020

კორონავირუსი გრიპებს შორის ყველაზე იოლი ფორმაა, ახალი ხილია და ამის გამო არის აჟიოტაჟი წამოსული, – ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

“ერთი ორი კვირა და აპრილისთვის ეს პანდემია ჩაქრება და ჩვენ დავრჩებით იმ ბოსელში, რომელიც ივანიშვილმა აგვიშენა და ეს ბოსელი ჩვენი დასანგრევია. ვერავითარი პანდემია ამაში ხელს ვერ შეგვიშლის. ბევრი დაავადება არის, რომელიც იწირავს ადამიანებს, იშემიური დაავადებით წელიწადში 16 მილიონი ადამიანი კვდება და საქართველოში პროცენტულად ძალიან ბევრი. ხელისუფლება თუ დაფიქრებულა, რომ დაეხმაროს და დადგას დეფიბრილატორები, გულის ასამუშავებელი აპარატურა ხალხმრავალ ადგილებში, სტადიონებზე, პროსპექტებზე, თეატრებში. კარგად გვახსოვს, მუხრან მაჭავარიანს არითმია დაემართა სცენაზე და იქ რომ ყოფილიყო აპარატი, ეს გენიოსი ცოცხალი იქნებოდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ipress