გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში მინი სტადიონს გარემოვაჭრეებისთვის ბაზრის მოსაწყობად შლიან

8-02-2018

გარემოვაჭრეებისთვის მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე დახლებისა და მსუბუქი კონსტრუქციების მოწყობა დაიწყო. ამ წუთებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე მინი სტადიონის დაშლა მიმდინარეობს. შპს „ნიუ ნათის“ დირექტორი დავით ჯანაშია, რომელსაც მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ბაზარი აქვს მოწყობილი, ამბობს რომ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მინი მოედნის სავაჭრო ობიექტად გადაკეთების სიტყვიერი ნებართვა მათ მერიის შესაბამის სამსახურებისგან მიიღეს.



„ჯერ წერილობითი ნებართვა არ მიგვღია და თუ ამის უფლებას არ მოგვცემენ სტადიონის კონსტრუქციას ისევ შევადუღებთ. წუხელ მოვაჭრეების ოჯახის წევრებს დაუწყიათ დაშლა და ახლა ჩვენც ვეხმარებით... ამ სტადიონის სანაცვლოდ ვალდებულებას ვიღებთ, ორი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი მოვაწყოთ იქ, სადაც ამას მერია გვეტყვის“, - ამბობს ჯანაშია.

„ნიუ ნათის“ დირექტორი აღნიშნულ ტერიოტორიის გადახურვას და მოვაჭრეებისთვის შესაბამისი დახლების მოწყობას აპირებს, ამასთან, მათ ექვსთვიან საშეღავაო პერიოდს უწესებს, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მოვაჭრეებს თვეში 90 ლარის გადახდა მოუწევთ.



„ადრეც მქონდა სურვილი, რომ აქ მომეწყო პატარა ბაზარი, თუმცა მაშინ ამის ნებართვა არ მომცეს. ახლა სიტყვიერი დასტური მაქვს და ვშლით. აღნიშნული ტერიტორია გადაიხურება და მსუბუქი კონსტრუქციები მოეწყობა“, - აღნიშნა ჯანშაიამ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ჯაიანი ამბობს, რომ სტადიონის დაშლის შესახებ ის ინფორმირებული არ არის.

„არანაირი შეთანხმება არ ყოფილა ჩემთან, პირველად მესმის ეს. როგორ შეიძლება მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია შეგვეთავაზებინა მოვაჭრეებისთვის და მით უმეტეს სტადიონის დაშლის უფლება მიგვეცა. ახლავე გავაგზავნი ჯგუფს და ადგილზე გავარკვეთ რა ხდება“, - ამბობს ჯაიანი.

თავის მხრივ, გარემოვაჭრეები ალტერნატიული ფართების შესაბამისობაში მოყვანამდე კვლავ ძველ ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებარვას ითხოვენ.

რადიო "ათინათი"