გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი ექიმებს: მადლობა გმირობისთვის!

19-03-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობას უხდის.

გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ინფექციურ საავადმყოფოში ექიმებისგან მოისმინა იმფორმაცია ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლის პროცესში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და პაციენტების მდგომარეობის შესახებ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ წინ უფრო რთული გამოწვევებია და ამ პროცესში ყველას განსაკუთრებით ექიმების პროფესიონალიზმის იმედი აქვს.

"მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. რა თქმა უნდა, თქვენი პერსონალური დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ. მესმის, წინ რთული გამოწვევები გველოდება და აქაც თქვენი იმედი გვაქვს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს. კარგად ვიცით პრობლემებიც, შენობიდან დაწყებული, სხვა მიმდინარე თემებიც, რომლებსაც სწრაფად მოვაგვარებთ. ახლა მთავარი ამოცანაა ამ ვირუსის დაძლევა და მაინტერესებს, როგორია თქვენი პროფესიული მოსაზრება, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისე გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს მოქალაქის ჯანმრთელობამაც, ეკონომიკამაც და საერთოდ ქვეყანამაც. ის, რაც ახლა ევროპაში ხდება, ჩვენ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და გაგვიჭირდება მსგავსი შედეგებით ამ გამოწვევიდან გამოსვლა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ ზიანის მინიმიზებისთვის. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარებით. ამიტომ, ბატონო თენგიზ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მთელ გუნდს. დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ. მინდა, მთავრობის თითოეული წევრის და მთლიანად, გუნდის სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს და კლინიკის ექიმებს.

pia