გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შესაძლოა დაფიქსირდეს მეოთხეული და მეხუთეული გადაცემა, რაც ინფიცირებულთა რაოდენობას მკვეთრად გაზრდის - ამირან გამყრელიძე

19-03-2020

კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 38 შეადგენს. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შედარებით საყურადღებოა 2 პირის ჯანმრთელობა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ მესამეული გადაცემის ფაქტები ფიქსირდება, თუმცა ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა დაფიქსირდეს მეოთხეული და მეხუთეული გადაცემა, რაც უკვე ინფიცირებულთა რაოდენობას მკვეთრად გაზრდის.

"შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. ალბათ დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები და დიდი ალბათობით. ამ ეტაპისთვის მეოთხეული გადაცემა ქვეყანაში ჯერჯერობით არ გვაქვს.

ის, რასაც ხელისუფლება, სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ჩვენ,  ყველა ამ წესს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ მინიმალური დაზიანებით გამოვალთ ამ ეპიდემიიდან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რუსთავი2