გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ სწრაფი ტესტით” – პაატა იმნაძე განმარტავს, რას ნიშნავს ე.წ. აგრესიული ტესტირება

19-03-2020

“უბრალოდ, ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ სწრაფი ტესტით”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

იმნაძემ განმარტა, რას ნიშნავს ე.წ. აგრესიული ტესტირება.

“ეს არის ტაქტიკა, რომელიც გამოიყენა სამხრეთ კორეამ. ისინი ვირუსის გავრცელების შემდეგ ინფიცირებულების აქტიურ გამოვლენაზე გადავიდნენ. ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ სამხრეთ კორეის გამოცდილებაა. კორეის გამოცდილება ძალიან საინტერესოდ გვეჩვენა. ეს არ იქნება იაფი სიამოვნება. კვირის ბოლოს უკვე მოლაპარაკებებია.

ყველაზე დიდი გამოცდილება ამ საქმეში კორეასა და ჩინეთს აქვთ. მოლაპარაკება იქნება, რომ შევიძინოთ ეს ტესტები, რომლებსაც ჩვენ კი არ გამოვიყენებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და იმ ლაბორატორიებში, რომელსაც მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვს, არამედ ფართოდ შეიძლება გამოვიყენოთ პრაქტიკულად ყველა საავადმყოფოში.
გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, დღეს ვინც დაახველებს და იტალიაში იყო, ყველას თუ ვტესტავთ პოლიმერულ- ჯაჭვური რეაქციით, მერე, უბრალოდ, ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ ამ სწრაფი ტესტით”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის,

ცნობისთვის, აგრესიული ტესტირების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 17 მარტს, „მოამბეში“ ისაუბრა.

„ჩვენ მივიღეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება. შესაბამისად, წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რომ დამატებითად მივიღოთ ის სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება. დღესდღეობით, ეს ქვეყანა არის ჩინეთი. ახლა მხოლოდ ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი და კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

kvira