გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ონში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე შეზღუდვები წესდება

19-03-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მოადგილეებთან ერთად საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდა.

მერმა ავტოსადგურების წარმომადგენლებს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია გააცნო და მგზავრთა გადაყვანის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციბის შესახებ ისაუბრა.

ემზარ საბანაძის განცხადებით, მგზავრთა გადაყვანა თავის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და საყურადღებოა არსებულ ვითარებაში, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ავტოტრანსპორტში დეზინფექციისა და ზოგადად სხვა ჰიგიენური ნორმები, როგორც მძღოლების, ასევე მგზავრების მხრიდან.

დაუშვებელი იქნება მგზავრობა პირბადეებისა (დროებით დეფიციტიდან გამომდინარე ოჯახის პირობებში დამზადებული) და ხელთათმანების გარეშე.

შეზღუდვები დაწესდება მგზავრთარა ოდენობაზეც.
დეტალური ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო გვერდზე, ასევე განცხადებების საშუალებებით გავრცელდება.