გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ახალი საარჩევნო სისტემა სტაბილური უმრავლესობის ჩამოყალიბების და სტაბილური მთავრობის ფორმირების საშუალებას იძლევა

19-03-2020

„ახალი საარჩევნო სისტემა დაბალანსებული სისტემაა წარმომადგენლობის თვალსაზრისით. შემცირდა მაჟორიტარების რაოდენობა, გაიზარდა პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა და შესაბამისად, პლურალიზმის ხარისხი, ამ შემთხვევაში, იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე ეს იყო გასულ წლებში. ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომელიც თანაბრად მისაღები იქნებოდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის, მათ შორის მაჟორიტარებისთვის, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. ჩვენ მოვახერხეთ სწორედ ასეთი მოდელის შემუშავება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ ,,იმედის" გადაცემა ,,ღია ეთერში".

მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატების ინტერესი მდგომარეობდა იმაში, რომ საარჩევნო სისტემაში სტაბილურობის კომპონენტი ყოფილიყო სათანადოდ გათვალისწინებული.
„ამ შემთხვევაში, ეს სისტემა იძლევა სტაბილური უმრავლესობის ჩამოყალიბების და სტაბილური მთავრობის ფორმირების საშუალებას, ასევე შენარჩუნებულია მაჟორიტარული კომპონენტი, რაც იყო მაჟორიტარების ერთ-ერთი მოთხოვნა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი მოდელი, შედეგის თვალსაზრისით, პრაქტიკულად იდენტურია სრულად პროპორციული მოდელის ხუთ პროცენტიანი ბარიერით. შესაბამისად, ყველას ინტერესია გამოხატულია ამ ახალ მოდელში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.