გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დიმიტრი ხუნდაძე: საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო ვითარება 1 თვეს გაგრძელდება, რაც სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობისათვის მძიმე ტვირთი იქნება

19-03-2020

“საგანგებო ვითარება, თუკი ახლა შემოვიღეთ, თუ, რა თქმა უნდა, დადგა ამის საჭიროება – შემოვიღებთ, შესაძლოა, მისი გაგრძელების ვადა, დაახლოებით, იყოს ერთი თვე, ამიტომ ეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისათვის იქნება ძალიან მძიმე ტვირთი”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხუნდაძის თქმით, ქვეყანა უფრო მეტად საყურადღებო ფაზაში შედის, როდესაც კორონავირუსის დაუდგენელი გავრცელების შემთხვევები იქნება.
“შევდივართ კიდევ უფრო მეტად საყურადღებო ფაზაში, როცა დაუდგენელი გავრცელების შემთხვევები გვექნება, ანუ დაუმისამართებელი, ამის კონტროლი, რა თქმა უნდა, უფრო რთულია და აქ არის მნიშვნელოვანი სოციალური სიმჭიდროვის გაშლა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.
თუ ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობის დეფიციტი ისევ დავინახეთ, რა თქმა უნდა, უკვე მოგვიწევს კიდევ უფრო მკაცრი ზომების განხორციელება.
აქ საკითხი დგას იმდაგვარად, რომ საგანგებო ვითარება, თუკი ახლა შემოვიღეთ, თუ, რა თქმა უნდა, დადგა ამის საჭიროება – შემოვიღებთ, შესაძლოა, მისი გაგრძელების ვადა, დაახლოებით, იყოს ერთი თვე, ამიტომ ეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისათვის იქნება ძალიან მძიმე ტვირთი. ამიტომ, მოსახლეობასაც ვთხოვ, ხელი შეგვიწყოს, რომ არ დაგვჭირდეს გრძელვადიან პერიოდში საგანგებო ვითარების შემოღება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

kvira