გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფო კილაძე ონლაინ კონფერენციის დახმარებით აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის და მცხეთა მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ესაუბრა.

19-03-2020

სოფო კილაძე ონლაინ კონფერენციის დახმარებით აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის და მცხეთა მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ესაუბრა.

ონლაინ კონფერენცის მთავარი თემა ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაცია და იმ პროგრამების დანერგვა და განხორციელება გახლდათ, რომელიც კოდექსის ფარგლებში სხვადასხვა რაიონში იგეგმება.

სოფო კილაძის განცხადებით -" დღევანდელი ჩვენი პირისპირი შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ფორმატი შეგვეცვალა. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მიმდინარე პროცესების გამო კოდექსის იმპლემენტაციას ხელი არ შეეშალოს. მუნიციპალიტეტებს აქვს უდიდესი როლი "ბავშვის უფლებათა კოდექსის" სწორად დანერგვასა და თითოეულ ბავშვამდე მიტანაში, ამიტომ მათ სჭირდებათ დროულად ინფორმირება და გადამზადება."

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში კორონა ვირუსის გავცელების აღკვეთის მიზნით, გარეშე პირთა შესვლა შეიზღუდა და შეხვედრებმა ონლაინ ფორმატში გადაინაცვლა.

"ბავშვის უფლებათა კოდექსი" 2020 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.