გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ჩიქოვანი: აუცილებელია, დავექვემდებაროთ შეზღუდვას, რომელიც გამოქვეყნებულია

19-03-2020

აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისთვის - მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანთა რიცხვი.

„ჩვენ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეკავება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, მაგრამ არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, როგორც იცით, უკვე რამდენიმე კვირაა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ასევე ამ სფეროში მოღვაწე სხვადა ორგანიზაციების მხრიდან.

„მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ასევე ის ფაქტები, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს ჩვენი თანამოქალაქეები არ ემორჩილებიან, რაც ქმნის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს თითოეული მათგანისათვის და სხვენისათვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია დღეიდან გადავიდა მედიისთვის ინფორმაციის მიწოდების განსხვავებულ რეჟიმზე და საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გავრცელდება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის საშუალებით და ყველა მედია საშუალებას ექნება შესაძლებლობა ეს სიგნალი მიიღოს.