გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის სკოლაში მოწამლულთა რაოდენობა გაიზარდა

8-02-2018

რუსთავის №16 საჯარო სკოლაში მოწამლულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ექიმის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. 


კონკრეტულად, რა გახდა ბავშვების ცუდად გახდომის მიზეზი, ჯერ უცნობია. მასწავლებლები შემთხვევას სასმელი წყლის დაბინძურებას უკავშირებენ.

დილით სკოლაში 8 მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა. გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. 3 მოზარდს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. 

სკოლაში უკვე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სამსახურისა და კომპანია "რუსთავის წყლის" თანამშრომლები, რომლებიც შესაბამის მოკვლევას აწარმოებენ.


imedinews.ge