გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ჩიქოვანი: შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება

19-03-2020

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თითოეულ სამინისტროს, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.