გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება!

19-03-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომლებიც ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში-კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

მავნებლის მონიტორინგის და პრევენციის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება ტრანსსასაზღვრო რეგიონული კვლევები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იტალიური კალიის პოპულაცია კონტროლირებადია, რაც ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

იტალიური კალიის გარდა საქართველოში გავრცელებულია კალიის სხვა ენდემური სახეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველწლიურად აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილში. აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საფუძველს მოკლებულია.