გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ჩიქოვანი: ქვეყანაში საკვების მარაგები საკმარისზე მეტია და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს

19-03-2020


ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და, რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქვეყანაში საკვები პროდუქტების მარაგი საკმარისზე მეტია და ამ მიმართულებით პრობლემა არ არსებობს.

„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოახსენეს თუ რა ვითარებაა საკვებ მარაგებთან დაკავშირებით. როგორც აქამდე ქვეყანაში საკმარისზე მეტია საკვების მარაგები და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. როგორც მოგეხსენებათ გუშინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, სადაც 7 ძირითად პროდუქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, რა თქმა უნდა ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით, შეგვექმნა მექანიზმი ფასების შეკავების, ეს მექანიზმი პრაქტიკულად უკვე შეთანხმებულია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბიზნესსექტორთან და ჩვენ ვსაუბრობთ, არა 7 პროდუქტზე არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და, რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად. ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.