გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ჩიქოვანი: მუნიციპალიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია, მათ მფლობელობაში არსებულ იჯარით გაცემულ ქონებაზე გადასახადების შეჩერების შესახებ

19-03-2020


თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული იჯარით გაცემული გადასახადების შეჩერებას, რომელიც ეხება სავაჭრო ობიექტებს, იგივე რეკომენდაცია ასევე მიეცა ყველა სხვა მუნიციპალიტეტს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, ამ ინიციატივის მიხედვით, ყველა ბიზნესი, რომელიც სარგებლობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებების იჯარით, სავაჭრო ობიექტებზე, მათ არ მოსთხოვონ მოიჯარეებს გადასახადი.


„რა თქმა უნდა, ყველა ამ ღონისძიებებში უმნიშვნელოვანესია, ასევე, რომ ყველამ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან არსებობს და დავრჩეთ სახლში. ეს არის პირველი ღონისძიება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიზიაროს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.