გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რეგიონებში 40-ზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება

8-02-2018

ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი შენდება ქ. ვანში.

სამუშაოების ტემპებს და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთდ ადგილზე გაეცნო.


მარტიდან ვანის მოსახლეობას ახალი ცენტრი მოემსახურება. ისევე როგორც, ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ვანშიც სასწრაფო დახმარების შენობა არ არსებობდა. სამედიცინო პერსონალს, წლების განმავლობაში ძველ საავადმყოფოს ერთ ოთახში უწევდა ყოფნა. ახალი ცენტრი კი აბსოლუტურად შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით. სასწრაფო დახმარების ცენტრი ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას.

pia