გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ტიკარაძე: ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს

20-03-2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობიდან გამომდინარე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიქმნა "ემერჯენს ცენტრი" , სადაც პაციენტების საგანგებოდ მიღება იქნება შესაძლებელი.
" ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადის საავადმყოფოში მიმართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფო საგანგებოდ მიიღებს პაციენტებს, ეს იქნება "ემერჯენს ცენტრი". ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც მოხდება პაციენტების დატრიაჟება და საჭიროებისამებრ გადამისამართება იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი"- განაცხადა ტიკარაძემ.