გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"ევრაზიანეტი": საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც იმსახურებს ტაშს კორონავირუსზე რეაგირებისთვის

21-03-2020

"საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც იმსახურებს ტაშს კორონავირუსზე რეაგირებისთვის" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას "ევრაზიანეტი" აქვეყნებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში, საქართველო ასეთი ეპიდაფეთქების წინაშე არ ყოფილა. ამ ფონზე კი, იმატა ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობამ.

როგორც სტატიაში წერია, ამ დრომდე საქართველოში არცერთი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ევროპაში პირველი სახელმწიფოა, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურ ზომებს ატარებს.

"პრევენციის მეთოდის გამოყენება ყველაზე ეფექტურია ისეთი მწირი რესურსების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა," - წერია "ევრაზიანეტის" სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ ვირუსი ქვეყანაში ფართოდ გავრცელდება, საჭირო გახდება ქვეყნის მასშტაბით ზომების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება.

rustavi2