გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნორმები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ძალაში შესვლის ემდეგ ამოქმედდება

21-03-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიას საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული მოქმედებების ნუსხა გააცნო.

როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს - იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში; იზოლაციისა და კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები;

საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;

საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის, მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;

იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსუბიექტებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;

მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;

საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების საყოველთაო მობილიზაცია;

სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.
„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული პარლამენტის მიერ და ყველა ამ ქმედებას მიეცემა სავალდებულო ხასიათი.

„ეს გახლავთ ის ჩამონათვალი, რომლითაც ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. ზოგიერთი ეს ქმედება უკვე შემოღებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ მოთხოვნებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება ჩვენს გადაწყვეტილებას და ის იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ყველა ამ ქმედებას მიეცემა სავალდებულო ხასიათი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.