გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თამარ მახარობლიძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებზე: დღევანდელ მოცემულობაში გამოწვევა უფრო დიდია, რისთვისაც ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული

21-03-2020


სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. მისი თქმით, მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისთვის ზუსტი დრო იქნა შერჩეული.
"ამ რეალობის გათვალისწინებით საგანგებო მდგომარეობისთვის ზუსტი დრო იქნა შერჩეული. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და გადავადება, თუმცა, დღევანდელ მოცემულობაში გამოწვევა უფრო დიდია, რისთვისაც ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოსალოდნელი და თანმიმდევრული ნაბიჯია მთავრობის მხრიდან. ქვეყანა, წინარე ნაბიჯების გათვალისწინებით, მყისიერად შეძლებს შესაბამის რეჟიმში გადასვლას"-განაცხადა მახარობლიძემ.