გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი: საგანგებო მდგომარეობა აბსოლიტურად კანონიერი ღონისძიებაა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავადა მიმართული

21-03-2020

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა აბსოლიტურად კანონიერი ღონისძიებაა და მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. ნიკოლეიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას გაგებით მოეკიდონ.


"ქალბატონებო და ბატონებო,
რატომღაც ჩავთვალე რამდენიმე განმარტება უნდა გავაკეთო დღეს გამოცხადებული საგამგებო მგომარეობის შესახებ:

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანი გახლავთ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო გაძლიერება,.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რეგულირდება კონსტიტუცითა და სხვა ნორმატიული აქტებით ანუ აბსოლიტურად კანონიერი ღონისძიებაა და მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად.
1. ეს არ არის ე.წ. კომენდანტის საათი და არ იზღუდება მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება;
2. თავისუფლად ფუნქციონირებს აფთიაქები, სურსათის მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები და სამედიცინო, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო დაწესებულებები და სხვა;
3. გამკაცრებული იქნება კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების კონტროლი (რაც აქამდეც იყო!);
4. შეზღუდვები წესდება მოქალაქეების შეკრების შესახებ (10 ადამიანი), ისევ და ისევ ეპიდემის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
5. კვლავ აქტიურობას არ კარგავს ჰიგიენის პირობების დაცვა (რასაც უკვე დიდი ხანია მოგვიწოდებდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები)
კვლავ მნიშვნელოაბას არ კარგავს მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობა, შეგნება და ურთიერთმხარდაჭერა!
დავდგეთ ერთად და გაგებით და მხარდაჭერით მოვეკიდოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ! ჩვენ ერთად ამ სენს დავამარცხებთ ! ჩვენ გავიმარჯვებთ!"-განაცხადა ნიკოლეიშვილმა.