გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის დირექორის მოადგილეს ტელეფონით ესაუბრა

22-03-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და აშშ ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

არჩილ თალაკვაძემ და ჰიუ ოქინკლოსმა COVID-19-თან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის შესაძლებლობები შეათანხმეს. საუბრისას აღინიშნა, რომ წარმატებით ფასდება საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომები და რეაგირება.

აშშ ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტი (NIAID/NIH), რომელსაც მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერი - პროფესორი ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს, ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ კვლევებს უძღვება.