გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს რეგიონული განვითარების 2018-2021 წლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

9-02-2018

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ევროინტეგრაციისა და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის მოადგილემ გორგი დიდიძემ, რეფორმებისა და სტრატეგიული პროგრამების სამმართველოს უფროსმა გიორგი კეჟერაშვილმა, ასევე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის“ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტმა ზაზა ჭელიძემ რეგიონული განვითარების 2018-21 წლების პროგრამაზე ისაუბრეს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტურიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ასევე რეგიონული უთანაბრობის შემცირებას.

დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის ძირითად მიზნებს და ამოცანებს, შესაბამის პრიორიტეტებს და ღონისძებებს 2018-21 წლების პერიოდში.

შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.