გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: აშშ-ს და ევროპის ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს ექიმები სახლის პირობებში მართავენ

22-03-2020

ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მართავენ ექიმები, სახლის პირობებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქართველოშიც გვქონდეს აღნიშნული პრაქტიკა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს საკითხი დღეს საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში განიხილეს და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შესაბამისი რეკომენდაციები მისცა მთავრობას. მისი განცხადებით, როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შემდგომ მოხდება ამ საკითხზე საუბარი.

„80% შემთხვევებისა მიმდინარეობს მსუბუქად და ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მართავენ ექიმები, სახლის პირობებში და ეს არ არის თვითმკურნალობა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.