გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ამირან გამყრელიძე: ჩვენ ვცხოვრობთ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში და ყველა უნდა დაემორჩილოს დღეს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს

22-03-2020

ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ დღეს, რომ ვცხოვრობთ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, ამიტომ, ყველა უნდა დაემორჩილოს დღეს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეკლესიებში ლოცვებზე ხალხმრავლობის გამო ხომ არ არის საჭირო უფრო მკაფიო ჩანაწერის გაკეთება კანონში, ღონისძებების უფრო ეფექტურად გასატარებლად.

მისი თქმით, სოციალური დისტანცირება არის ყველაზე ძლიერი იარაღი დღეს ინფექციასთან ბრძოლის, ამიტომ, საჭიროა, ყველამ დაიცვას ეს რეკომენდაცია.

„საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქვეყანაში, მეტი რა ჩანაწერი უნდა იყოს, ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ დღეს, რომ ვცხოვრობთ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, ამიტომ, ყველა უნდა დაემორჩილოს დღეს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს. ამიტომ, სოციალური დისტანცირება არის ყველაზე ძლიერი იარაღი დღეს ინფექციასთან ბრძოლის, ამიტომ, დავიცვათ ეს რეკომენდაცია ყველამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, რომელიც სახლში რჩება და გაცემულ რეკომენდაციებს ასრულებს.

„ჩვენ თვითშეგნება უნდა გვქონდეს იმდენი ყველას, რომ გავითავისოთ. თქვენ ხედავთ, რომ თბილისის ქუჩები დაცარიელებულია. ანუ, საზოგადოების უმრავლესობა ითავისებს იმ მდგომარეობას რა მდგომარეობაშიც ვართ და იმ საშიშროებას, რაც შესაძლებელია ქვეყანაში დადგეს და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ამისთვის. ჩვენ არ მინდა განმეორდეს ის, რაც მოხდა დასავლეთ ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში. თუ ჩვენ დავიცავთ ყველაფერ იმას, რაც დღეს საგანგებო მდგომარეობის პირობებში უნდა განხორციელდეს, დიდი ალბათობით, ავუვლით გვერდს ფართომასშტაბიან ეპიდემიას. ამიტომ, პირველ რიგში, აქ არის მთავარი საზოგადოებრივი თვითშეგნების გაზრდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.