გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდში სპორტული ღონისძიება გაიმართა

9-02-2018

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა. სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ.ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ველომარათონი მოეწყო. ღონისძიებაში, რომელიც ქ.ზუგდიდის მერიის დახმარებით გაიმართა, 50-მდე მოსწავლესთან ერთად ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ და პროკურატურის წარმომადგენლებმა მიიღეს  მონაწილეობა. შეჯიბრის ბოლოს  პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს სპეციალური თასები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში სამართალდამცავი ორგანოების  მიმართ ნდობის ამაღლება.