გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციის შეთავაზებაზე

9-02-2018

აჭარის მთავრობაში ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას, ბათუმში მდებარე ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში მუზეუმი განთავსდეს,  ეხმაურებიან. 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის ბესიკ ლილუაშვილის განცხადების მიხედვით, მთავრობას აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში მთავრობის აპარატის განთავსება დღის წესრიგში არ დგას.

"აღნიშნულ შენობაში მთავრობის აპარატის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება თავად შენობას, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული შენობა მათი ხელისუფლების დროს იმგვარად იყო დაპროექტებული და გაკეთებული შიდა გეგმარება, რომ იქ უნდა გადასულიყო მთავრობის აპარატი. თუმცა მინდა, დავამშვიდო ჩვენი ოპონენტები და ვუთხრა, რომ აღნიშნული შენობის სამომავლო ბედის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება არ იქნება ნაჩქარევი და ერთ დღეში მიღებული, როგორც ეს თავად გააკეთეს 2012 წელს. გაიმართება მსჯელობა და კონსულტაციები, თუ რა განთავსდება აღნიშნულ შენობაში და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება" - განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.