გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ყველაზე დიდი დისკომფორტი რაც ჩვენს მოქალაქეებს მარნეულსა და ბოლნისში ექნებათ არის ის, რომ ვერ შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება

23-03-2020

ყველაზე დიდი დისკომფორტი რაც ჩვენს მოქალაქეებს მარნეულში და ბოლნისში ექნებათ, ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მათ ვერ შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით შექმნილია სპეციალური ჯგუფი, არა მხოლოდ მედიკოსების, არამედ სამართალდამცავების, რომელთაც უნდა უზრუნველყონ სიწყნარე და სიმშვიდე.

„შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური შრომის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მარნეულის და ბოლნისის რეგიონიდან საქართველოს სხვა რეგიონებში გამოტანა.
მათ ესტუმრებიან მათივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათივე უბნის ექიმები, რომლებიც იზრუნებენ მათ ყოველდღიურ ჯანმრთელობაზე, აქვთ მათ ტემპერატურა, ხველება, სხვა სიმპტომები, რომლებიც სწრაფად მოგვცემს საშუალებას, გამოვავლინოთ ინფიცირების რისკი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა.