შაბათი, მაისი 31, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გიორგი გახარია: სწრაფი ტესტები ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, ამ სწრაფ ტესტს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს

23-03-2020

სწრაფი ტესტები ეს არ არის პანაცეა, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ სწრაფ ტესტს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს და რა სტრატეგია არის აღებული ქვეყნის, გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დაგვიანდა სწრაფი ტესტების შემოტანა, ამბობს, რომ არ დაგვიანდა და ვინც ამ კითხვას სვამს, წარმოდგენა არ აქვს როგორი იყო მარნეულის ქეისის განვითარება.

„სირცხვილია, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ცდილობენ, ზოგი დამატებით მოგების მიღებას და ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ფინანსური მოგება, თუ დამატებითი პოლიტიკური დივიდენდები, როდესაც ადამიანებს ასე უჭირთ, ყოველდღიურად. ჩვენ ვშრომობთ და ვმუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, არანირი ბენეფიტები არ გვაინტერესებს, რომ როგორმე მინიმალური დანაკარგებით ჯანმრთელობის და ეკონომიკისთვის, გავუძლოთ და ვუპასუხოთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.