გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მარნეულსა და ბოლნისში შევიდნენ

23-03-2020

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მარნეულსა და ბოლნისში შევიდნენ.

მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლნისი და მარნეული კარანტინის ზონად გამოცხადდა, აღნიშნული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესვლა და იქიდან გამოსვლა ყველას აეკრძალა, მათ შორის მედიას.

საქართველოს პირველი არხი იქნება ერთადერთი მედიასაშუალება, რომლის ორი გადამღები ჯგუფი კარანტინის ზონიდან ინფორმაციას გაავრცელებს.

ჟურნალისტები – ლიკა ალელიშვილი და გიორგი კობერიძე, ოპერატორები – გიორგი პაჭიკაშვილი და შოთა ჩოხელი და ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე კარანტინის ზონიდან საქართველოს საზოგადოების ინფორმირებისთვის იმუშავებენ.

1tv.ge