გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რა ელის ლარს? - ექსპერტთა ნაწილის მტკიცებით, თუ ხელისუფლებამ ქვეყანაში ყველაფერი გააჩერა ეროვნული ვალუტა უფრო დაზარალდება

23-03-2020

რა ბედი ელის ეროვნულ ვალუტას? როგორია ეკონომიკური ექსპერტების პროგნოზები და რეკომენდაციები - სპეციალისტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ, თუ ხელისუფლებამ ქვეყანაში ყველაფერი გააჩერა ლარი კიდევ უფრო დაზარალდება. 

"მსოფლიო ეკონომიკა სერიოზულ დარტყმას იღებს ყველაფერი ამის შედეგად ასე, რომ ჩვენ გამონაკლისი ვერ ვიქნებით და კუნძული ვერ ვიქნებით. ჩვენ ჩვენი წილი სისუსტეები გვაქვს კიდევ დამატებით, რა თქმა უნდა, სხვა ამერიკულ, თუ ევროპულ ეკონომიკების მიმართ. საჭიროა, რომ ერთი ხელით ვებრძოლოთ ეპიდემიას და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეკონომიკა ოდნავ მაინც ფუნქციონირებდეს. ყველაფრის გაჩერება და დახურვა არ არის კარგი სტრატეგია," - აცხადებს ფინანსისტი და თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიგა ბედინეიშვილი.

შედარებით ოპტიმისტურია ექსპერტების მეორე ნაწილის მოსაზრება - ისინი ეროვნულ ბანკს რეზერვების ერთიანად არ დახარჯვას, მოსახლეობას კი ფულის ლარში შენახვას ურჩევენ.

"ლარს რაც ემართება სწორედ აჟიოჟის ეფექტია, კორონავირუსის ეფექტიდან გამომდინარე და მას რეალურად ეკონომიკური საფუძვლები ისეთი ღრმა არა აქვს. მთავრობას ამ მიმართულებით აქვს ძალიან დიდი სამუშაო გასაწევი და თუ ამ სამუშაოს ის კარგად გასწევს, ლარზეც ეს პოზიტიურად აისახება. ხოლო ამ კრიზისის ადრე თუ გვიან დასრულების შემდგომ დარწმუნებული ვარ, რომ ლარი ისევ დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულებს," - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

rustavi2