გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან რატიანი: მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის სასიცოცხლო პარამეტრებს ვინარჩუნებთ

23-03-2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ამ ეტაპზე მედიკოსები სასიცოხლო პარამეტრების შენარჩუნებას ახერხებენ.

„პაციენტის შემოყვანისას იყო უკიდურესად მძიმე. ამ ეტაპზე, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ვინაიდან ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს. რაც შეეხება კიდევ 5 ინფიცირებულს, ყველასთან დასტურდება მწვავე პნევმონია, დაბურული ფილტვის სინდრომით. მათი ზოგადი მდგომარეობა რჩება საყურადღებო, მძიმე, მაგრამ მართვადი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

imedinews.ge