გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

Euradio: საქართველოში ვირუსის შემთხვევები მინიმალურია, ზომები - მაქსიმალური

23-03-2020

საქართველოში ვირუსის შემთხვევები მინიმალურია, ზომები - მაქსიმალური - ამ სათაურით სტატია ფრანგული რადიო Euradio-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც რადიო იუწყება, საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში კრიზისი თითქმის სრულ კონტროლზეა აყვანილი.

Euradio თავის ყოფილ ქართველ ჟურნალიტს, ლიკა ჭიპაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ დანარჩენ მსოფლიოსთან და ევროპასთან შედარებით, საქართველოში ნაკლებად სერიოზული და საკმაოდ სტაბილური სიტუაციაა.

„სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ვირუსი ძალიან ნელა ვრცელდება. ვირუსთან საბრძოლველად მთავრობამ კონკრეტული ზომები მიიღო. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ მთავრობამ ზომებს გაადაჭარბა, მაგრამ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მივიჩნევ, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა“, - აღნიშნა ქართველმა ჟურნალისტმა.

imedinews.ge