გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება

23-03-2020

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მოითხოვს აღნიშნული პროცესის მაქსიმალურ შეჩერებას.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე, ამიტომაც ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით მგზავრების გადაყვანას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ეს შეზღუდვა დღეს, დღის ბოლოს, 24:00 საათზე ამოქმედდება.