გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის მერიასა და ელექტრონული წიგნების სახლ ,,საბას'' შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

9-02-2018

სოციალურ- საგანმანათლებლო პროეექტის - ,,ქალაქი-ბიბლიოთეკა’’ ფარგლებში, რუსთავის მერიასა და ელექტონული წიგნების სახლ ,,საბას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ელექტრონული წიგნების სახლ ,,საბას’’ დირექტორმა, ირინა ჯავახაძემ მოაწერეს. შეხვედრას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ტაბატაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ამირან ჯანჯღავა დაესწრნენ.

მემორანდუმის ფარგლებში, რუსთავში მწერლების სახელობის ქუჩებში, ბიბლიოთეკების შენობებთან, პარკებსა და სკვერებში, ორიგინალური კონსტრუქციები - „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკები დამონტაჟდება.

მათზე დაბეჭდილი QR კოდისა და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი მსურველი მობილურ ტელეფონში უფასო წიგნების ჩამოტვირთვასა და მათ წაკითხვას შეძლებს. მეორანდუმის საფუძველზე, რუსთავის მერია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ქუჩის მანიშნებლებისა და ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების დამზადება-მონტაჟს.

თბილისისა და ქუთაისის შემდეგ, რუსთავი მესამე ქალაქია, სადაც ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ აღნიშნულ პროექტს განახორციელებს.