გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს სპეციალური რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნო

23-03-2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან. ბიზნესოპერატორებს განემარტათ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია გაზარდონ რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე ობიექტებზე. აუცილებელია დაიცვან ჰიგიენის ნორმები :  პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი თავსაბურავით, პირბადითა და ხელთათმანით; გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა; უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის დაცვა;  სურსათის დამუშავების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციის დროს უზრუნველყონ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.

 

 

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს რეკომენდაციები მთელი საქართველოს მასშტაბით მიაწოდა.