გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ასპინძის ბიუჯეტის პროექტი 4 მლნ–მდე ლარით განისაზღვრა

15-11-2017

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუეჯტი მოქმედ საკრებულოს კანონით დადგენილ ვადაში გადასცა, თუმცა დოკუმენტს ახალი მოწვევის საკრებულო განიხილავს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ, წარმომადგენლობით ორგანოს ბიუჯეტის პროექტი დღეს, 15 ნოემბერს, გადაუგზავნა.

როგორც საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში განმარტავენ, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 3 მილიონ 700 ათას ლარზე გაიწერა. რა არის მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, ამაზე ჯერ მერიაში არ საუბრობენ.

ბიუჯეტის პროექტი 2014 წლის მოწვევის საკრებულომ ჩაიბარა, თუმცა დოკუმენტს ახალი მოწვევის საკრებულო განიხილავს. ახლად არჩეული დეპუტატები კი ჯერ არ შეკრებილან. 

„პროექტის განხილვა მას შმედეგ დაიწყება, რაც ახალი საკრებულო შეიკრიბება“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მიქელაძე. 

ასპინძაში კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, ახლად არჩეული საკრებულო 20 ნოემბერს, 15:00 საათზე შეიკრიბება.


წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"