გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული მიმოსვლის შეზღუდვები განმარტა

24-03-2020

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მთავრობის მეთაურის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ იმ შეზღუდვებსა და გამონაკლისებზე ისაუბრა, რომელიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ჩამოთვლილის გარდა, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიებზე სხვა დამატებითი შეზღუდვებიც არის დაწესებული.

„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა - საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო; ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით. ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. ჩერდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს.

ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით.

თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა: M2 კატეგორიის (სამარშრუტო ტაქსი) ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა.

აღნიშული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე,“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.