გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პაატა იმნაძე: შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია გაფართოვდა

24-03-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, გამოიკვეთა ახალი ქვეყანა, თურქეთი, საიდანაც ინფექციის შემოტანის შემთხვევები დაფიქსირდა.
ამის შესახებ იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"ახალი ქვეყანა უკვე ფიქსირდება, თურქეთიდან არის შემოტანილი შემთხვევები. დაემატა შეერთებული შტატებიდან. ასე, რომ გაფართოვდა შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია",- აღნიშნა იმნაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მარნეულის შემთხვევის კვლევა და დადგენა, თუ საიდან შეხვდა ინფექცია 62 წლის მარნეულელ ქალბატონს.