გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიგა ბოკერია: მოქალაქეებსა და ბიზნესს საპენსიო ფონდის ფული დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს

24-03-2020

"ქვეყნისა და ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა შემდეგი თვეების განმავლობაში მხოლოდ გაუარესდება. გამოვდივართ კონკრეტული ინიციატივით და გვაქვს შეთავაზება მთავრობასთან, თუ საიდან უნდა დავეხმაროთ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამუშაო ადგილები დაკარგეს. ეს არის ის ფული, რომელიც გვეკუთვნის ყველას, ჩვენი ფული, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში აკრეფილა ე.წ. საპენსიო გადასახადით",- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა შავი დღისთვის იყო გადადებული და ახლა სწორედ ის შემთხვევაა, როცა დაგროვილი ფული ხალხს უნდა მოხმარდეს.

"ეს იყო შავი დღისთვის, სიბერისთვის გადადებული ფული. ახლა არის სწორედ ის შავი დღე და უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყველა დასაქმებულსა და დამსაქმებელს დაიბრუნოს თავისი ფული",- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ამ გზით მოქალაქეები 480 მლნ ლარს, ხოლო მეწარმეები 170 მლნ ლარამდე დაიბრუნებენ.

"ეს არის კონკრეტული წინადადება, რომელიც სწრაფად უნდა განხორციელდეს",-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

pia