გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ჩიქოვანი: 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია დაწესებულებებში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ისინი ვალდებულები არიან დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია

24-03-2020

აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, პრესსპიკერმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა შეკრებების, მანიფესტაციებისა და თავშეყრის შეზღუდვების შესახებ ისაუბრა. როგორ პრესსპიკერმა აღნიშნა, აიკრძალა შეკრება და მანიფესტაცია, საჯარო სივრცეში აიკრძალა 10-ზე მეტი პირის თავშეყრა. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განმარტავს, რომ საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე შენობებში და ეს არ ეხება მხოლოდ კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს.

„10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია დაწესებულებებში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას. ისინი ვალდებულები არიან დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.