გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტების მიმართ დაწესებული ვალდებულებები განმარტა

24-03-2020

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტების მიმართ დაწესებული ვალდებულებები განმარტა.

საკითხზე, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით. სურსათი მოათავსონ ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების შემთხვევაში, ყოველი გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ რეცხვა-დეზინფიცირება, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით. სურსათის ტრანსპორტირებისას დაიცვან ყველა ტემპერატურული რეჟიმი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.