გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჩერდება ან გადაიდება აღსრულებები, შენობების დემონტაჟი, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები

24-03-2020

დგინდება ნოტარიუსების საქმიანობების განსხვავებული წესი, რომელსაც დაადგენს იუსტიციის სამინისტრო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ირაკლი ჩიქოვანმა საჯარო სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვები განმარტა.

„ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები, შენობების დემონტაჟი; ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.