გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული და სპორტული ღონისძიების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში

24-03-2020

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მთავრობის მეთაურის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ იმ შეზღუდვებსა და გამონაკლისებზე ისაუბრა, რომელიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აიკრძალა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება.

"აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. დასაშვებია, მხოლოდ, დისტანციური ფორმა. აგრეთვე, აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცეში, მათ შორის, წვრთნები და ვარჯიშები. ამ შემთხვევაშიც, დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმა,” - აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.