გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სეს-ი: კალიის სახეობა, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არანაირა საფრთხეს არ წარმოადგენს

24-03-2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები სოციალურ ქსელში გავრცელებული კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ეს არის ადგილობრივი ენდემური სახეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნება და არაერთხელ უნახავს მოსახლეობას. მას არ ახასიათებს ჯოგური დაჯგუფება და არ წარმოადგენს საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის.

"შესაბამისად, ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელება და საზოგადოებაში დამატებითი პანიკის შექმნა, გაუმართლებელია.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოს ეგრეთ წოდებული ფეიკფოტოებისა და ნიუსების გავრცელებისაგან"-აცხადებენ სააგენტოში.