გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ვოლსკი: საზოგადოებამ იგრძნო, რომ სახელმწიფოსგან დაცულია

25-03-2020

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „პოს ტივის“ ეთერში ქვეყანაში ვირუსის ეპიდემიის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებულ ქმედით ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელისუფლების მოქმედებებმა, საზოგადოებას დაცულობის განცდა გაუჩინა.

„მთავარია, რომ ზედმეტი წარმოჩინების და დროშების ქნევის გარეშე სახელმწიფოს მხრიდან კეთდება ყველაფერი და საზოგადოება ამას ხედავს. საზოგადოებამ იგრძნო, რომ დაცულია და იგრძნო ასევე, რომ არა მხოლოდ სახელმწიფოა ხალხზე პასუხისმგებელი, არამედ თავად საზოგადოებაც პასუხისმგებელია სახელმწიფოზე და თითოეულ მოქალაქეზე.

სახელმწიფოებრიობა არ იქმნება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობით, არამედ სახელმწიფოებრიობა მოიცავს თითოეული ადამიანის დამოკიდებულებას. ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, რომ გადასახადების გადამხდელთა რაოდენობა ძალიან ცოტაა ვიდრე ამ ბენეფიტის მომხმარებელი. ადამიანი, როდესაც ბიუჯეტში იხდის, მან იცის თავისი უფლებები. შეერთებულ შტატებში, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, თითოეული ადამიანი ვინც მუშაობს და იხდის გადასახადებს, იცის რომ ქვეყნის მმართველი და სისტემის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენთან ამის გათავისება გაჭირვებიდან გამომდინარე მოხდა, რადგან იყო ომები, ხანძრები და ასე შემდეგ და უბრალოდ იმ ომის პირობებში ხელისუფლებამ არ ივარგა და თავის პოლიტიკის გადარჩენაზე გაცილებით მეტი იფიქრა, ვიდრე სახელმწიფოზე“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​