გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ჩიქოვანი: საიტი Stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც

25-03-2020

საიტი Stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში ეს საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ენებზე საიტზე ინფორმაციის განთავსება საშუალებას იძლევა, რომ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოლაპარაკე საქართველოს მოქალაქეებმა სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

„საიტი Stopcov.ge, საუკეთესო საშუალებაა, რომ მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება, როგორც არსებულ ვითარებაზე, ასევე გავცეთ პასუხი ყველა იმ შესაძლო შეკითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ეს საიტი უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში ეს საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სრულად მოვიცვათ და დავფაროთ ჩვენი მოქალაქეები“, - განაცახად ირაკლი ჩიქოვანმა.