გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 13 მლნ 212 848 ათასი ლარი დაიხარჯება

11-02-2018

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, რწმუნებულ -გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ხელმღვანელობით, სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრას, საკონსულტაციო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მერის მოადგილე დავით კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – დავით რეხვიაშვილი და ნინო ქავთარაძე ესწრებოდნენ.

სხდომაზე 2018 წელს, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით დაგეგმილი პროექტები და რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარების გეგმა განიხილეს.

რუსთავში განსახორციელებელ პროექტებზე ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ისაუბრა. მიმდინარე წელს, რუსთავში, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში, 13 მლნ 212 848 ათასი ლარი დაიხარჯება.

პროექტები გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას, სანიაღვრე ქსელების მოწყობას, ავარიული შენობების გამაგრებასა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს.