გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვაშაძე მთავრობას: გამართეთ მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოება

26-03-2020

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე კვლავ სწრაფი ტესტების აუცილებლობაზე საუბრობს. ვაშაძის განცხადებით, 1000 ტესტი ზღვაში წვეთია და საკმარისი არ არის.

მისი თქმით, მთავრობას არასწორად აქვს დამენეჯმენტებული სისტემა, რომელიც ხარვეზებს აჩენს და საზოგადოებას სიმშვიდის შესაძლებლობას არ აძლევს.

“კარგია, რომ ჩამოვიდა 1000 ტესტი მაინც მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ეს არის ლაბორატორიული ტესტი, რაც ძალიან კარგია რომ ქვეყანაში იყოს და არ არის სწრაფი ტესტი, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. კონკრეტულად უნდა იყოს გამოყოფილი სამედიცინო დაწესებულებები. ვიცოდეთ ვის უნდა მივმართოთ. 112-ში რომ რეკავ და სხვაგან გამისამართებენ, ცხელ ხაზზე რეკავ და გეუბნებიან, არ ვიცი სასწრაფოში დარეკეთო. მივმართავ მთავრობას, გამართეთ მართვა და მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოება,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ipress