გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში ბეტონის გზა იგება

26-03-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის, სოფელ ანდრიაწმინდაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 1200 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ სოფელი ანდრიაწმინდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია, სადაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 10 მასშტაბური პროექტი ხორციელდება ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში.